რეზონანსი
06.09.2023

აქ ჩამოსვლით ჯოზეფ ბორელი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ საქართველოს არა მხოლოდ ყველა გამოცდა აქვს ჩაბარებული, არამედ მორალურადაც ეკუთვნის უკვე კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, მან [ბორელმა] კარგად იცის, ჩვენი დელეგაციების მხრიდან და ზოგადად, რომ საქართველო იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ აქ ჩამოსვლით კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, რომ საქართველოს არა მხოლოდ ყველა გამოცდა აქვს ჩაბარებული, არამედ მორალურადაც ეკუთვნის უკვე. განწყობაც აქ ისეთია, საქართველოს ხელისუფლების, საზოგადოების, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანამ დამსახურებულად უნდა მიიღოს", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

საქართველოს ხვალ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში განხილვის მთავარი თემა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×