რეზონანსი
06.09.2023

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან საუბარი, რომ რეკომენდაციების შესრულებისთვის არაფერი გაკეთებულა, ქვეყანა სტატუსის მისაღებად არაფერს აკეთებს, თავისთავად პროცესს აზიანებს.

„ყველას შეუძლია, თვალყური ადევნის პროცესს, რაც პარლამენტში მიმდინარეობდა. ოპოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ არაფერი გაკეთებულა, მათი ხმებიც ფიქსირდება და თავიანთ ხმებს მაინც სცენ პატივი, როცა ამაზე საუბრობენ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ბორელის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი მოვლენა. მისი საქართველოში ჩამოსვლა ევროკავშირის მხრიდან არის საქართველოს მხარდაჭერის გამოხატვა, ასევე, ქვეყნის მნიშვნელობის ხაზგასმა და საუკეთესო შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე იყოს შეხვედრა ადამიანთან, ვისაც ევროკავშირში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა აბარია, ვისაუბროთ გამოწვევებზე, ურთიერთობებსა და მოლოდინებზე, რაც სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. კანდიდატის სტატუსია ერთი ეტაპი. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, მათი პოზიციები ევროკავშირის გაფართოებაზე და შესაბამისი მოლოდინები გვქონდეს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×