რეზონანსი
06.09.2023

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მმართველის გუნდის მიერ ინიცირებული ცვლილებათა პაკეტი შეაფასა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას ეხება. დეპუტატმა აქცენტი ცვლილებეზე ოპოზიციის რეაქციაზე გააკეთა.

„იმ ოპოზიციას, რომელიც, სამწუხაროდ, გვყავს, არაფერი მოსწონს დედამიწის ზურგზე, გარდა საკუთარი თავისა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ გარკვეული დონის უმრავლესობის ლეგიტიმაცია საჭიროა თანამდებობაზე ადამიანის განმწესებისას. თუ ვერ მიიღწევა 90 ხმა, მაშინ არსებობს უმრავლესობა, რომლითაც უამრავი თანამდებობა, პირველ რიგში მთავრობა ფორმირდება. ოპოზიციის მხრიდან ამის ტორპედირება ერთადერთ მიზანს ემსახურება - რომ ინსტიტუცია არ იყოს მყარი", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აინიცირებს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას შეეხება. ცვლილებების მიხედვით ცესკოს თავმჯდომარის და წევრების ასარჩევად პირველ ჯერზე 90 ხმა იქნება საჭირო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×