რეზონანსი
06.09.2023

კი არ გაჯანსაღდნენ, დაიშალნენ, ჩამოიშალნენ და ერთმანეთის ნაძარცვ ფულებს ვერ იყოფენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში მყოფი ადამიანები თავიანთი პატრონების დავალებების შესაბამისად მოქმედებენ და როგორც დააჯგუფებენ, ისე გადალაგდებიან.

„ვინ ეკითხებათ, ვინ ვისკენ იქნება? რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. არცერთ მათ ტელევიზიას არ ეკითხება, ვისკენ იქნება, ისევე, როგორც ე.წ. პოლიტიკოსებს. მათ როგორც დააჯგუფებენ პატრონები, ისე გადალაგდებიან. ჩოხატაურში ჩავარდნენ და ერთი თავისიანს ლობირებდა, მეორე თავისიანს და გაწევ-გამოწევა იყო. ისინი ამას გაჯანსაღების პროცესად ფუთავენ და ამაზე ვიმსჯელოთ? კი არ გაჯანსაღდნენ, დაიშალნენ, ჩამოიშალნენ და ერთმანეთის ნაძარცვ ფულებს ვერ იყოფენ. საინტერესოა, რომ მათ ერთი პატრონი ჰყავთ და საარჩევნოდ ის დაალაგებთ, დავალებებს მისცემენ და ასე იმოქმედებენ. მათ არავინ ეკითხებათ, საით იქნებიან. რომ დაავალონ, გახარია, ხაბეიშვილი, ვაშაძე ერთად იქნებიან", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×