რეზონანსი
09.09.2023

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამორიცხავს,რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი შეიძლება რომის პაპმა ფრანცისკემ შეასრულოს, ვინაიდან ის პრორუსულ პოზიციას იკავებს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„ეს არის წმინდა საყდრის რეპუტაციის განულება. აზრი არ აქვს საუბარს რომის პაპზე, როგორც შუამავალზე, თუ მას აშკარად პრორუსული პოზიცია აქვს. ეს პირველად არ მომხდარა, თუმცა ჩვენ ისე ვიქცეოდით, თითქოს ამას ვერ ვამჩნევდით, მაგრამ ახლა ნათელია, რომ ეს ადამიანი პრორუსულ პოზიციას იკავებს. შესაბამისად, ეს ნეგატიურად აისახება ომზე“, - აცხადებს პოდოლიაკი.

25 აგვისტოს, რომის პაპმა სანქტ-პეტერბურგში კათოლიკე ახალგაზრდობის დღის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "არასოდეს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის შთამომავლები - წმინდანთა დიდი რუსეთი, პეტრე პირველის, ეკატერინე მეორეს დიდი რუსეთი, იმ იმპერიის, რომელიც იყო დიდი, განათლებული, დიდი კულტურის მქონე. არასოდეს თქვათ უარი ამ მემკვიდრეობაზე. თქვენ ხართ დიდი დედა რუსეთის შთამომავლები".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×