რეზონანსი
09.09.2023

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­შინ გუ­რი­ა­ში. სტი­ქი­ამ სამი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, მათ შო­რის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი. ამ ეტაპ­ზე, სტი­ქი­ის ზო­ნი­დან უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­დაყ­ვა­ნი­ლია 50-მდე მო­ქა­ლა­ქე.

სო­ფელ ჯუ­მათ­ში გარ­დაც­ვლი­ლი თორ­ნი­კე ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში იპო­ვეს, ხოლო ჩო­ჩხა­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, კერ­ძოდ, ჯი­ხან­ჯირ­ში არას­რულ­წლო­ვა­ნის ძებ­ნა ლა­მის მთე­ლი დღე გრძელ­დე­ბო­და. ახ­ლობ­ლე­ბი ბო­ლომ­დე არ კარ­გავ­დნენ იმედს, რომ მო­ზარდს ცო­ცხალს იპო­ვიდ­ნენ. მე-7 კლა­სე­ლი იურა გუ­ჯა­ბი­ძის ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა დღის ბო­ლოს ნა­ხეს. ბავ­შვს სტი­ქი­ის დროს დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბა­ში ეძი­ნა, რო­მე­ლიც მე­წყრე­მა და­ფა­რა.

გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიმართვას აქ­ვეყ­ნებს ნინო მშვი­დო­ბა­ძე, ლან­ჩხუ­თის საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი წევ­რი:

"მე­წყერ­მა ჯი­ხან­ჯირ­ში მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. მძი­მე ფო­ტოა და ფო­ტო­ზე უფრო მძი­მე რე­ა­ლო­ბა... დის მე­გობ­რებს და­უთ­მო სა­კუ­თა­რი სა­ძი­ნე­ბე­ლი და ეზო­ში მდგარ სამ­ზად სახ­ლში გა­და­ვი­და თვი­თო­ნო, ამ­ბო­ბენ. მე­წყერ­მაც ის სამ­ზა­დი სახ­ლი ჩა­ი­ტა­ნა თურ­მე... სხვე­ბი გა­და­არ­ჩი­ნა... არ იცო­და, მაგ­რამ ხომ გა­და­არ­ჩი­ნა - გმი­რია, არც ეს იცო­და, მაგ­რამ გმი­რია მა­ინც... ნა­თელ­ში იყოს, ქედს ვიხ­რი ამ პა­ტა­რა ბი­ჭის სუ­ლის წი­ნა­შე", - წერს მშვი­დო­ბა­ძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×