რეზონანსი
09.09.2023

გუ­შინ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ნა­რუ­ჯა­ში, მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 80 წლის რეზო ფუტ­კა­რა­ძემ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­კუ­თა­რი შვი­ლი, 48 წლის ზაურ ფუტ­კა­რა­ძე მოკ­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ამ ფაქტს თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს, მოკ­ლუ­ლის 14 წლის შვი­ლი, რო­მელ­მაც ნახა ბა­ბუ­ამ რო­გორ მო­უკ­ლა მამა. მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ად­გე­ნენ. უკვე და­კი­თხეს ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს და უკვე მი­ას­ვე­ნეს იმ სახ­ლში, სა­დაც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თვის მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ისი­ნი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან მომ­ხდარს. მათი თქმით, ხმა­უ­რი და არც გას­რო­ლის ხმა არ გა­უ­გი­ათ.

ფუტ­კა­რა­ძე­ე­ბის მე­ზო­ბე­ლი მომხდარის შესახებ საუბრობს:

„ძა­ლი­ან ცუ­დია ამ­ბა­ვი მოხ­და, ძა­ლი­ან გან­ვიც­დით. მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი ჯერ ჩვენც არ ვი­ცით და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. ახლა მე­ზობ­ლე­ბი ერ­თად, უბან­ში ვართ შეკ­რე­ბი­ლე­ბი და არ გვაქვს პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, რა­ტომ უნდა მომ­ხდა­რი­ყო ეს ტრა­გე­დია. და­ზუს­ტე­ბით არა­ვინ ვი­ცით, რა მოხ­და მამა-შვილს შო­რის. მათ შო­რის კონ­ფლიქტზე არა­ფე­რი გვსმე­ნია. მოკ­ლუ­ლი ზაურ ფუტ­კა­რა­ძე ბა­თუმ­ში მუ­შა­ობ­და, ხე­ლო­სა­ნი ბიჭი იყო, რე­მონ­ტებ­ზე მუ­შა­ობ­და. ბა­თუმ­ში ოჯა­ხით იყო წა­სუ­ლი, ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­დნენ და შრო­მობ­დნენ. ახლა ნა­რუ­ჯა­ში 3-4 დღის ჩა­მო­სუ­ლი იყო, აქ აქვთ თხი­ლის ბა­ღე­ბი და თხი­ლის მო­საგ­რო­ვებ­ლად ჩა­მო­ვი­და. მუ­შა­ობ­და თხი­ლის ბა­ღებ­ში, თა­ვის 14 წლის ბი­ჭთან ერ­თად.

მომ­ხდარს ბავ­შვი შე­ეს­წრო, ამ ამ­ბის შემ­დეგ ბავ­შვი და­კი­თხვა­ზე წა­იყ­ვა­ნეს და ჯერ არ ჩანს, რომ ვკი­თხოთ, რა მოხ­და. სხვა არა­ვინ იყო სახ­ლში, მამა შვი­ლი და 14 წლის ბავ­შვი ჰყავ­დათ.

ზა­უ­რი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა იყო, 4 შვი­ლი ჰყავს. რეზო 80 წლის არის, ორი წე­ლია ნა­რუ­ჯა­ში დაბ­რუნ­და, მა­ნამ­დე ისიც ბა­თუმ­ში იყო, მაგ­რამ ახლა ასაკ­ში დაბ­რუნ­და სო­ფელ­ში. 24 სა­ა­თი აქ ვარ და არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი მას სხვას­თა­ნაც არ მოს­ვლი­ათ. ინ­სულ­ტი­ა­ნი კაცი იყო, ინ­ვა­ლი­დი და რა­ტომ მოკ­ლა შვი­ლი, არ ვი­ცით. ოჯა­ხის ამ­ბავს ვერ გა­ი­გებ. ზა­უ­რი მთელ უბანს უყ­ვარს და ყვე­ლა­ნი გან­ვიც­დით, ყვე­ლა აფა­სებ­და.

ეს გვიკ­ვირს, რომ გას­რო­ლაც არა­ვის გა­უ­გია. არ ვი­ცით მა­ყუ­ჩი­ა­ნი იყო თუ არა ია­რა­ღი. მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ეზო­ში ჩა­მო­ირ­ბი­ნა 14 წლის ბავ­შვმა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, მან გვი­თხრა, რომ ბა­ბუ­ამ მა­მას ეს­რო­ლაო. სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­და. მა­შინ­ვე დავ­რე­კეთ სას­წრა­ფო­ში. ისე­თი ეზო გვაქვს ბავ­შვის ხმა ყვე­ლამ გა­ვი­გო­ნეთ და მა­ლე­ვე მთე­ლი უბა­ნი შე­იკ­რი­ბა. გა­მო­ვარ­დით გა­რეთ, მაგ­რამ მათ ბი­ნა­ში შიგ­ნით შეს­ვლას ყვე­ლა მო­ე­რი­და, რად­გან ვი­ცო­დით, რომ ია­რა­ღით იყო.

ეტყო­ბა ბავ­შვმა პირ­ვე­ლად ეს ამ­ბა­ვი რე­ზოს დის­შვილს შე­ა­ტყო­ბი­ნა, ის შე­ვი­და ბი­ნა­ში და მან გა­მო­არ­თვა ია­რა­ღი რე­ზოს. მერე ქა­ლე­ბიც ავარ­დნენ ზე­ვით, მაგ­რამ ზა­უ­რი ად­გილ­ზე იყო გარ­დაც­ვლი­ლი. თავ­ში ჰქონ­და ჭრი­ლო­ბა, მან­ქა­ნით წაყ­ვა­ნას აზრი არ ჰქონ­და. მერე გა­და­ას­ვე­ნეს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე და დი­ლით მო­იყ­ვა­ნეს იქი­დან ცხე­და­რი. რე­ზოს სახ­ლი­დან წაყ­ვა­ნა არ გვი­ნა­ხავს, ისე წა­იყ­ვა­ნეს, არა­და მთე­ლი უბა­ნი შეკ­რე­ბი­ლი იყო. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ამ­ბავს.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა მო­ზარ­დმა და რას ამ­ბობს თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი, ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი" - განუცხადა "ამბებს" მეზობელმა.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×