რეზონანსი
10.09.2023

თამაზ გაიაშვილმა გაიხსენა სად დაფრინავდა მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტის ხარჯით. ამ თემაზე კომენტარი საქართველოს ავიახაზების წარმომადგენელმა „იმედის კვირასთან "ისაუბრა. მისი თქმით, ფრენების უმეტესობა სააკაშვილის სურვილით იყო შესრულებული და არა სახელმწიფო ინტერესებით ნაკარნახები.

„ესკობარის კუნძულზე არის ნამყოფი. აინტერესებდა მსოფლიო და უვლიდა მსოფლიოს. სად არ არის ნამყოფი. მაჩუ-პიქჩუს აეროპორტია 2400 მეტრზე და იქ აფრენის წონა შეზღუდულია. მფრინავებმა გააფრთხილეს, ამდენი ადამიანით არ შეიძლება რომ ავფრინდეთო, მაგრამ მაინც არ გაითვალისწინეს და პრაქტიკულად საფრთხის წინაშე დააყენეს როგორც ეკიპაჟი, ასევე საკუთარი თავი. ძლივს აფრინდნენ მაჩუ-პიქჩუდან.

მფრინავები იყვნენ გაუსაძლის მდგომარეობაში. არ იცოდნენ როდის გაფრინდებოდნენ, როდის მოფრინდებოდნენ. 12-14 საათი თვითმფრინავზე ელოდებოდნენ. ვთქვათ, დანიშნული იყო გაფრენა დილის 10 საათზე - თუ საღამოს 10 საათზე მოვიდოდა, ეს უკვე ძალიან კარგი იყო. შეიძლება მეორე დილით მოსულიყო.

ყველა ეს ფრენა დაფინანსებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რა საკვირველია და შემთხვევების 99%-ში შემკვეთი იყო თავდაცვის სამინისტრო. იშვიათი ფრენის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - იხსენებს გაიაშვილი.

კიდევ რაზე ხარჯავდა ექსპრეზიდენტი ბიუჯეტის სახსრებს, ნახეთ „იმედის კვირის" სიუჟეტში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×