რეზონანსი
11.09.2023

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი შეაფასა, მისი თქმით განწყობა არის ძალიან ოპტიმისტური. ბორელის საქართველოში ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობით და დატვირთვით გამოირჩეოდა.

მანვე აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ბორელს გააცნეს ის სამუშაო, რომელიც მმართველი გუნდის მიერ რეკომენდაციების შესასრულებლად არის გაწეული.

„დროის თვალსაზრისითაც, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, რადგან ჩვენმა მოსახლეობამ იცის, რომ ოქტომბერში ველოდებით ევროკომისიის შეფასებას. ვისაუბრეთ ყველა პრიორიტეტზე, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან არის გაწერილი. გავაცანით უზარმაზარი სამუშაო, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, მმართველმა გუნდმა, მთავრობამ გაწია, რათა პრიორიტეტები შესრულდეს. არის საკითხები, რომლებზეც ევროკავშირმა და საქართველომ მეტად უნდა დააახლოონ პოზიციები, რათა საბოლოოდ შევჯერდეთ ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტის მიმართულებით. ეს ვიზიტი ყველას დაგვეხმარება, რომ ოქტომბერში პოზიტიური შეფასება გვქონდეს და წლის ბოლოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×