რეზონანსი
11.09.2023

არაფერი იქნებოდა, არც ინვესტიციები, არც ეკონომიკური ზრდა და მინუს 10 და მეტ პროცენტში იქნებოდა ეკონომიკური ვარდნა და პირიქით, გადინება მოხდებოდა კაპიტალის ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ სამშობლო გაყიდული, არ მოვერიდები ამის თქმას, უპასუხისმგებლო აგენტები და სხვა სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ე.წ. პოლიტიკოსები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„შარშან ჩვენ გვქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი - 2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა. ეს იყო ისტორიული მაქსიმუმი. წელს ასევე კარგად დავიწყეთ წელი, მეორე კვარტალში თითქმის 30%-იანი მატება გვაქვს, რამაც შეადგინა 505 მილიონი დოლარი და ჯამურად, პირველ 6 თვეში, იანვარ-ივნისში მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და თუ ამას შევადარებთ 2019 წელს, 88%-ით მეტია ეს მოცემულობა. რა თქმა უნდა ეს ძალიან გვახარებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აქ პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი, ჩვენი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, ინვესტორები დებენ ფულს საქართველოში, ენდობიან სტაბილურობას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას. აქვე მინდა ჩვენს რადიკალურ ოპონენტებს შევახსენო, არაფერი იქნებოდა, არც ინვესტიციები, არც ეკონომიკური ზრდა და მინუს 10 და მეტ პროცენტში, იქნებოდა ეკონომიკური ვარდნა და პირიქით, გადინება მოხდებოდა კაპიტალის ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ სამშობლო გაყიდული, არ მოვერიდები ამის თქმას, უპასუხისმგებლო აგენტები და სხვა სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ე.წ. პოლიტიკოსები. ეს არის სხვაობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას შევინარჩუნებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×