რეზონანსი
11.09.2023

„ქართული ოცნების" დეპუტატების იმედზე ვართ, რომ საკუთარი პრემიერის წინააღმდეგ ხმას მისცემენ? - კი ბატონო, დავუჭერ მხარს იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი?- ასე ეხმიანება „მოქალაქეების" დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „ლელოს" ინიციატივას პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის თაობაზე.

ელისაშვილის შეფასებით, ინიციატივა არასერიოზულია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, ღარიბაშვილი პარლამენტში მოიწვიონ და ჩარტერის თაობაზე კითხვები დაუსვან.

„როცა იცი, რომ საკმარისი ხმები არ გვაქვს, ამ პროცესის დაწყებას უბრალოდ რა აზრი აქვს?! როცა ძლივს 50 ხმა გვაქვს ოპოზიციაში და ამ საქმეს 76 ხმა სჭირდება, „ქართული ოცნების" დეპუტატების იმედზე ვართ, რომ საკუთარი პრემიერის წინააღმდეგ ხმას მისცემენ, თუ რას ემსახურება ეს არასერიოზული რამ, ვერ ვხვდები! ამის ნაცვლად, სწორი იქნება დავიბაროთ ღარიბაშვილი პარლამენტში და ის კითხვები დავუსვათ, რაც ხალხს აქვს, თუ რანაირად მოხდა ეს პენსილვანიაში გასეირნება. კი ბატონო, დავუჭერ მხარს იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი? წინასწარ წაგებულ თამაშში რატომ შევდივართ, ამას ვერ ვხვდები," - განაცხადა ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×