რეზონანსი
11.09.2023

ონში მისასვლელ გზაზე მოძრაობა უკვე რამდენიმე საათია პარალიზებულია - დილით გზის ნაწილი ჩაინგრა ისე, რომ ფეხით გადაადგილებაც შეუძლებელია. გზა ორად არის გაყოფილი. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ადგილზე სპეციალისტები და სამართალდამცავები მუშაობენ. თუმცა, როდის აღდგება მოძრაობა, ჯერჯერობით უცნობია.

"ისევ წაიღო გზის მონაკვეთი, ჩამოიშალა კლდე, ონი-საჩხერე, ონი-ქუთაისი მიმართულებით. ფაქტობრივად პარალიზებულია, გზა არ არის ქალაქის ცენტრთან", - ამბობს ნოდარ ბურდილაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი.

უცნობია რა გახდა კლდის ჩამოშლის მიზეზი. თუმცა ამავე გზის სხვა მონაკვეთზე პრობლემები რომ იყო, ეს ჯერ კიდევ 27 აგვისტოს გახდა ცნობილი, როდესაც სამუშაოების დროს გზის სხვა მონაკვეთი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არც მაშინ და არც დღეს არავინ არ დაშავებულა. ცნობისთვის, აღნიშნული გზის რეაბილიტაცია რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გასულ წელს გაიხსნა, თუმცა მას შემდეგ უკვე მესამედ ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემაა და ქვათაცვენა მიმდინარეობს ან კლდის მასის ჩამოშლა ხდება.

წყარო: მთავარი არხი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×