რეზონანსი
11.09.2023

მე არაერთხელ მოვუწოდე რადიკალურ ოპოზიციას, სიზმრებს თუ ნახავენ, დილით რომ ადგებიან წყალს გაატანონ, ან ლოცვები წაიკითხონ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მაჭარაშვილი ასევე მიმართავს ოპოზიციას, ქვეყნის მოქმედი პრემიერი არ აერიოთ წინა ხელისუფლების პირველ პირში, რომელიც მისი თქმით, თავისი შვილის უცხოეთში სწავლას ბიუჯეტიდან აფინანსებდა.

„მე არაერთხელ მოვუწოდე რადიკალურ ოპოზიციას, სიზმრებს თუ ნახავენ, დილით რომ ადგებიან წყალს გაატანონ, ან ლოცვები წაიკითხონ და ა.შ. იმიტომ, რომ ისინი ეძებენ შავ ხვრელებს ქვეყანაში. მათ ამერიკელებმა და ბრიტანელებმა უთხრეს დაანებონ თავი შავი ხვრელების ძებნას, არაა ისინი საქართველოშიო.

ახლა იგივე ამბავია ატეხილი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, რომ თუ რამე ვიზიტი იყო პრემიერის საზღვარგარეთ, ის თავისი ბიუჯეტიდან განხორციელდა და ამას ვნახავთ დეკლარაციაში", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის მისამართით პროვოკაციებს ქართული საზოგადოება აღარ წამოეგება. „ვურჩევ ოპოზიციას არ შეეშალოთ წინა ხელისუფლების მეთაურში, რომელიც თავისი შვილის სწავლას უცხოეთში ბიუჯეტიდან აფინანსებდა. ამიტომ, ამაზე არავინ წამოეგება, ქართული საზოგადოება საკმაოდ განათლებულია, მათ შორის სახელმწიფოებრივად, რომ ასეთ პროვოკაციულ საკითხებს არ წამოეგოს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×