რეზონანსი
11.09.2023

ძალიან ბევრი სპეკულაციაა ამ თემის გარშემო, რომ რაღაც გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მიღებული, რაციონალურობის, პრაგმატულობის, მიზანშეწონილობის გარეშე, რაც აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას „ქრონიკასთნ" განაცხადა.

„ჩვენი უწყებები თანამშრომლობენ ყველა პოტენციურ ინვესტორთან. ჩინელებს მხრიდან არსებობს ინვესტირების ინტერესი მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე, მათ შორის ანაკლიის პორტზე, რადგან ეს პროექტი ეკონომიკური კუთხით ძალიან საინტერესოა გრძელვადიან პერსპექტივაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შესაძლებლობებს და მოცულობებს გავზრდით საქართველოში რკინიგზაზე, ასევე აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაზე, ასევე შესაძლებლობებს გაზრდის ყაზახეთი და სხვა ქვეყნები, რა თქმა უნდა ეს პროექტი ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. საერთაშორისო კუთხითაც შესაფასებელია ესა თუ ის პროექტი, ამიტომ ჩინელები და არა მხოლოდ ჩინური კომპანიები, სხვა კომპანიებიც ყურადღებით აკვირდებიან, თუ როგორი იქნება დინამიკა იგივე შუა დერეფნის განვითარების კუთხით და შესაბამისად ანაკლიის პროექტის წარმატებაც პირდაპირ ამასთან არის კავშირში", - განაცხადა დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×