რეზონანსი
12.09.2023

თუშეთში, სოფელ ომალოში, გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდაცვლილის სხეულს სახლის მფლობელმა იმ დროს მიაკვლია, როცა სარდაფს ათვალიერებდა. მანამდე ფართის მეპატრონე უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა და 2 წლის განმავლობაში ომალოში არ ყოფილა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ჭერზე თოკით იყო დაკიდებული. ის, სავარაუდოდ, კაცს ეკუთვნის. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა წელიწადზე მეტი დროის წინ უნდა მომხდარიყო.

ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული, რომ ცხედარი უცხოელ ტურისტს ეკუთვნოდეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

მთავარი არხი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×