რეზონანსი
12.09.2023

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს.

„საქართველოს პრეზიდენტი ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს და მას შემდეგ მას განსხვავებული განცხადება არ გაუკეთებია. პრეზიდენტი არ არის საქართველოს ევროპული პროგრესის მოკავშირე. ის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ღიად ამბობს, რომ მისთვის კონსტიტუციის პატივისცემა მეათეხარისხოვანია. ამ პირობებში არის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, როდესაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენა ჩვენი მხრიდან და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წარდგინება დღეს დარეგისტრირდება. წარმდგენები ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი იქნებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×