რეზონანსი
12.09.2023

პრეზიდენტი რომ რადიკალური ოპოზიციის დონეზე დაეშვები... ამ შემთხვევაში მოუწევს პასუხის გაცემა საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტი, რომლის გამარჯვებაშიც საქართველოს საზოგადოების იმ ამომრჩეველს აქვს მიღებული მონაწილეობა, რომელსაც ლანძღავს და ვინც მის საწინააღმდეგოდ გამოდიოდნენ და ლანძღავდნენ ახლა იმ ხალხს ხვდება, უკვე ნიშნავს იმას, რომ სამწუხაროდ, ეს ადამიანი უკვე გასულია ყოველგვარი პოლიტიკური რეალობიდან. პრეზიდენტი რომ რადიკალური ოპოზიციის დონეზე დაეშვები... ამ შემთხვევაში მოუწევს პასუხის გაცემა საკონსტიტუციო სასამართლოში", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წარდგინება დღეს დარეგისტრირდება. წარმდგენები ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი იქნებიან.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს. ასეთი შეხვედრები გუშინ, ორბელიანის სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტი "ლელოს", პარტია "საქართველოსთვის" წევრებსა და ხატია დეკანოიძეს შეხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×