რეზონანსი
12.09.2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაცია გრძელდება და პოლიცია ამბობს, რომ დაკავებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, რამდენიმე ეტაპად განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და თანხა. დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 41 პირი, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. ისინი იემენის, ნიგერიის, ეგვიპტის, ირანის, რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები.

"დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც ათავსებდა სვეტიცხოვლის ეზოში 9 ადგილას განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით", - თქვა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×