რეზონანსი
12.09.2023

არავისთვის არ არის სასიამოვნო იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ უბრალოდ იძულებულნი ვართ, ეს პროცედურები წამოვიწყოთ, რამდენიმე ახსნა და მიზეზი აქვს ამ ყველაფერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ეს ყველაფერი მოითხოვს რეაგირებას სამართლებრივი მექანიზმებით და იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება სწორედ ეს გახლავთ. ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში და იმის მიხედვით, როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება, გაგრძელდება პროცედურა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბოლო ხანებში, საკუთარ რიტორიკაში, ძალიან ხშირად იყენებს იმ მსჯელობას, იმ ლოგიკურ არგუმენტებს, რომელსაც მიმართავს არცთუ კეთილსინდისიერად და არცთუ პოზიტიური მიზნებით გამოწვეულს საქართველოს ოპოზიცია. ამ შემთხვევაში იგულისხმება ის არგუმენტაცია, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს ერთი-ერთში ემთხვევა ოპოზიციის რიტორიკას. ვფიქრობთ, სახელმწიფოს სახელით პრეზიდენტის მხრიდან წარმომადგენლობის განხორციელება, თქმა და მტკიცება, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ეს არამც და არამც არ წაადგება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, შანსებს ეს არ გაზრდის. აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პოზიცია მკვეთრად დაფიქსირებულიყო ყოველგვარი ეჭვის და კითხვის ნიშნის დატოვების გარეშე", - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×