რეზონანსი
12.09.2023

პრეზიდენტი ოპოზიციასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს სალომე ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ანა წითლიძესა და პარტია "მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილს შეხვდა. მათი თქმით, განიხილეს ევროინტეგრაციის საკითხები. საუბარი შეეხო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასაც.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით განაცხადი უკვე გადაგზავნილია. პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს, 80 დეპუტატი მიმართავს. "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევის ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩენილიყო.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ნაკლებად ღელავს. მისივე შეფასებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს პარტია მხარს არ დაუჭერს.

"პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმპიჩმენტის საკითხზე ნაკლებად ღელავს, ყოველ შემთხვევაში, რაც ვნახე. იმპიჩმენტს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ეს არ არის ჩემი პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მანამდე არაერთი შეხვედრა მქონია და მან ჩემი საჯარო და არასაჯარო პოზიცია ყოველთვის იცის. იცის პარტიის პოზიციაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უკავშირდება იმპიჩმენტს. მინდა, გიორგი გახარიას შევახსენო მისი რამდენი თანაგუნდელი გაიყიდა, იგივე შემიძლია ვთქვა ელისაშვილზე. ელისაშვილი გაყიდვაზე და "ნაციონალურ მოძრაობაზე" რომ ლაპარაკობს ძალიან დიდი სირცხვილია იმიტომ, რომ ამის მთავარი მაგალითი არის თვითონ. იმპიჩმენტის საკითხი როდესაც დადგება კენჭისყრაზე პარლამენტში არცერთი ოპოზიციის წევრი არ უნდა შევიდეს", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×