რეზონანსი
12.09.2023

მიხაილ პოდოლიაკის გადასაწყვეტი არასოდეს იქნება საქართველოს ევროინტეგრაცია, ისევე, როგორც ეს არ იყო „ნაციონალური მოძრაობის" გადასაწყვეტი, რომელიც ყველა მნიშვნელოვანი პროცესის წინ ცდილობდა, რომ საქართველოს პროგრესი და წინსვლა არ ჰქონოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან ამაზრზენია, როცა რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელი რუსეთის ინტერესების შემცველ განცხადებებს აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ.

„ამ მხრივ, ყველაზე საინტერესოა, რას იტყვის რადიკალური ოპოზიცია, შეუერთდება პოდოლიაკის ამ მოღალატეობრივ და სამარცხვინო განცხადებას, თუ გაემიჯნება, რადგან ვხედავთ, რომ ერთსა და იმავეს თუთიყუშებივით იმეორებენ. პოდოლიაკი ხელისუფლებაზე კი არა, საქართველოზე საუბრობდა, რომ ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსს. ძალიან ამაზრზენია, როცა რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელი რუსეთის ინტერესების შემცველ განცხადებებს აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

იქამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროკავშირის წევრი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×