რეზონანსი
12.09.2023

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება. აუდიენცია 16:00 საათზეა ჩანიშნული.

რა თემას განიხილავს ზურაბიშვილი დიპლომატიურ კორპუსთან უცნობია, თუმცა, სავარაუდოა, რომ საუბარი შეეხება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ დაიწყო კონსულტაციების ოპოზიციასთან ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ის უკვე შეხვდა "ლელოს" წევრ სალომე სამადაშვილს, დეპუტატ ხატია დეკანოიძესა და "საქართველოსთვის" წევრ ანა ბუჩუკურს, ასევე ენმ-ის დეპუტატ ანი წითლიძესა და "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს.

ოპოზიციონერების განცხადებით, პრეზიდენტი შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა, საქართველომ დაკარგოს ისტორიული შანსი და ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×