რეზონანსი
12.09.2023

ვინც მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, იქნება თანამზრახველი, თანამონაწილე კონსტიტუციის დარღვევის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სამწუხაროდ, გვიწევს იმის თქმა, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე თავადაა ოპოზიციაში და უხეში ფორმებით ოპონირებს - პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევით. სალომე ზურაბიშვილს აქვს შიში, რომ მას გადააყენებენ და ამ რისკების დასაზღვევად, რომ საკმარისი ხმები არ მოგროვდეს პარლამენტში, სათითაოდ ხვდება ჩვენს ოპონენტებს, რათა დაარწმუნოს, შეეხვეწოს, სთხოვოს, რომ არ დაუჭირონ მხარი იმპიჩმენტის საკითხს. კარგად დავაკვირდებით ვინ იქნება კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილე. არანაირი მუქარა, უბრალოდ ჩვენ პოზიციას ვაფიქსირებ ასე, რომ ის, ვინც მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს იქნება თანამზრახველი, თანამონაწილე კონსტიტუციის დარღვევის. ამის იქით არ ვაპირებთ არანაირ კომუნიკაციას ჩვენს ოპონენტებთან და ხვეწნას ვერ დავუწყებთ", - აღნიშნა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×