რეზონანსი
12.09.2023

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში გადავიდა და უხეში ფორმებით ოპონირებს.

მისივე თქმით, მას აქვს შიში, რომ გადააყენებენ და ამ რისკების დასაზღვევად ხვდება "ქართული ოცნების" ოპონენტებს, რათა არ დაუჭირონ მხარი იმპიჩმენტის საკითხს.

"ოპოზიციაშია უკვე თავად სალომე ზურაბიშვილი და უხეში ფორმებით ოპონირებს, მაგალითად, კონსტიტუციის დარღვევით. მას აქვს შიში, რომ გადააყენებენ და ამ რისკების დასაზღვევად რომ საკმარისი ხმები არ მოგროვდეს პარლამენტში სათითაოდ ხვდება ჩვენს ოპონენტებს, რათა დაარწმუნოს, შეეხვეწოს, სთხოვოს, რომ არ დაუჭირონ მხარი იმპიჩმენტის საკითხს.

მივმართავ საჯაროდ, ის , ვინც მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, იქნება თანამონაწილე კონსტიტუციის დარღვევით. ახლა თვითონ გადაწყვიტონ. ამის იქით არ ვაპირებთ არანაირ კომუნიკაციას ჩვენს ოპონენტებთან. გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებენ, დარწმუნების დონეზედაც კი არ ჩავერევით. შეუძლია დამშვიდდეს პრეზიდენტი. კონსტიტუციის თავზე გადახევა ასე უბრალოდ გავატაროთ ?! ფორმალური რეაგირებაც კი არ მოვაყოლოთ?! ევროპულობა კონსტიტუციის უპატივცემულობაში არ არის", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×