რეზონანსი
12.09.2023

პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას საკუთარი განცხადებებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის ფაქტების "ჩამორეცხვა" სურდა.

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა უკვე დაადასტურა, რომ ეს იყო კერძო თანხები. ანუ, თქვენ რაც ილაპარაკეთ წინა დღეებში, ყველაფერი იყო ტყუილი. აპირებდით, რომ რამენაირად, მიხეილ სააკაშვილისთვის ჩამოგერეცხათ საოცრებები. მაგალითად, ესკობარის საფლავზე ჩასვლა. ვინ ლაპარაკობს და ვინ გადადის შეტევაზე ირაკლი ღარიბაშვილთან? ესკობარის საფლავის მოსანახულებლად ვინც დადიოდა სახელმწიფოს თანხებით? არ ვლაპარაკობ მკბენარი მასაჟისტების ჩამოყვანაზე, კბენით რომ მასაჟები უნდა ეკეთებინათ, ამაზე აღარ ვლაპარაკობ.

თქვენ არ გაინტერესებთ საიდან აქვს გიული ალასანიას ათეულობით თუ ასეულობით მილიონი დოლარი, ხან ლობისტებს რომ ქირაობს და საოცრებები რომ გაუჩნდა უცებ. ეს არ გაინტერესებთ, უბრალოდ გაინტერესებდათ რომ სააკაშვილისთვის ჩამოგერეცხათ ეს ცოდვები. ვერ მოახერხეთ.

ახლა რაც შეეხება კერძო თანხებს, თქვენ როცა გჭირდებათ, ირაკლი ღარიბაშვილის მამა არის პენსიონერი და სხვა შემოსავალი არ აქვს და როცა თქვენი მხრიდან "საჭირო გახდება" ხოლმე, ღვინის ქარხნები და ბიზნესები აქვს. ჩამოვყალიბდეთ ამაზე, აქვს რაიმე ღვინის ქარხნები და ბიზნესები თუ არ აქვს? გეკითხებით, როგორ გახსოვთ თქვენ? მე გულწრფელად არ ვიცი," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×