რეზონანსი
12.09.2023

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმები მოაგროვოს.

„თავად პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს მოხდეს. „ქართული ოცნება" მართალია, თავს იკატუნებს, 100 ხმა არ გვაქვსო და გამორიცხავს ამას, მაგრამ დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტიც დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება" ძალიან ენერგიულად მუშაობს, რომ 100 ხმა ჰქონდეთ და არ გამორიცხავს, ძალიან ჩვეულებრივად უყურებს იმას, რომ შეიძლება პრეზიდენტის იმპიჩმენტი კენჭისყრაზე დადგეს.

მოდით, ფაქტებით ვილაპარაკოთ, საქმე საქმეზე რომ მიდგა და პარლამენტში უმნიშვნელოვანესი კენჭისყრა იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, წინასწარ დეკლარირებული „ქართული ოცნების" კანდიდატებს, მოულოდნელად „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დეკლარირებული ნათქვამი და ვიმეორებ, რომ არცერთ შემთხვევაში, სულ რომ მაწამონ და სული ამომხადონ, ჩვენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ, მაგრამ გამოცდილებიდან ვიმეორებ, რომ თუ ვინმე დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობა" იქნება", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წარდგინება დღეს დარეგისტრირდება. წარმდგენები ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი იქნებიან.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს. ასეთი შეხვედრები გუშინ, ორბელიანის სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტი „ლელოს", პარტია „საქართველოსთვის" წევრებსა და ხატია დეკანოიძეს შეხვდა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×