რეზონანსი
12.09.2023

ევროპარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ცალსახად გამოხატავენ საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერას, თუმცა ასევე არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვაგვარად უყურებენ სიტუაციას და ცდილობენ ევროინტეგრაციის საკითხის შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„გვაქვს შეხვედრები ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან. ყველა პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ევროპარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ცალსახად გამოხატავენ საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერას. მათ ძალიან კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციას და იმ გადაწყვეტილებას, რომელიც დეკემბერში ლიდერებმა უნდა მიიღონ. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვაგვარად უყურებენ სიტუაციას და ცდილობენ ევროინტეგრაციის საკითხის შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. ჩვენი მიზანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ევროპარლამენტში მაქსიმალურად იცოდეს, ინფორმირებული იყოს იმ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ გადადგა. ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა ევროპარლამენტის წევრებთან და გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით საქართველოს ევროპულ მომავალზე ვიმსჯელეთ. ხვალ შევხვდებით სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს. იმედი გვაქვს , რომ ამ ინსტიტუტში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერები უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე მოწინააღმდეგენი", - აცხადებს ბოჭორიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×