რეზონანსი
12.09.2023

ბატონო ბორელის ვიზიტი იყო კარგი შესაძლებლობა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე გადასადგმელ თუ უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე კიდევ ერთხელ გვქონოდა უშუალო კომუნიკაცია ასეთი მაღალი თანამდებობის პირთან. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერის მხრიდან დაფიქსირდა კონკრეტული გზავნილები, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციისთვის და ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

„რაც შეეხება პოლარიზაციას, აშკარაა, რომ ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევა, მხოლოდ მხოლოდ აღრმავებს პოლარიზაციას და მითუმეტეს როდესაც ეს ხდება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის მხრიდან, ამით უფრო მძაფრდება ეს პოლარიზაცია. ფაქტია ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება გარანტი პოლარიზაციის დასრულების. ერთადერთი რაც მან უნდა გააკეთოს, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, არის ის, რომ ეცადოს შემცირდეს პოლარიზაცია, თუმცა ის საპირისპიროს აკეთებს. როგორ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუციის მიზანმიმართული დარღვევა მიჩნეული იყოს დეპოლარიზაციად და კონსტიტუციის დარღვევაზე სამართლებრივ რეაგირებას თუ ვითხოვთ, როგორ შეიძლება ეს შეფასდეს, რომ სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა პოლარიზაციას აღრმავებს. ვერცერთ შემთხვევაში ობიექტური პერსპექტივით ვერ იქნება შეფასებული, რომ კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება პოლარიზაციას აღრმავებს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში საქართველოს რომელიმე პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის თავის თავზე მორგება. ჩვენ გვახსოვს ასეთი არაერთი მცდელობა და ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ", - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×