რეზონანსი
12.09.2023

კუბილიუსს "ნაცმოძრაობის" გარეშე საქართველო ევროკავშირში ვერ წარმოუდგენია, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსი არ მიიღონ. იმპიჩმენტის ინიციატივაც ამის გამოხატულებაა, ევროპაში ვერ იპოვი ქვეყანას, სადაც მთავრობა ასე ექცევა თავის პრეზიდენტს."

ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებამ კარგად გაიგო, ვინ არის კუბილიუსი.

"გასაგებია მათი მეგობრობა, მათი ურთიერთობა. ვინ არის კუბილიუსი, ძალიან კარგად გაიგო ქართულმა საზოგადოებამ. კუბილიუსს „ნაცმოძრაობის" გარეშე ევროკავშირი ვერ წარმოუდგენია. ღმერთმა ხელი მოუმართოს,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×