რეზონანსი
12.09.2023

ბატონი ბორელის განცხადება აბსოლუტურად კორექტული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ალბათ ჯობდა, თავი არ შეეკავებინა იმის თქმისგან, ვინ არის ხელისშემშლელი დეპოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ვისმენდით ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადებებს ცხელი შემოდგომის ანონსებთან დაკავშირებით, სხვა პოლიტიკური პარტიებისგან სისხლიანი რევოლუციებით სცენარების განვითარების პერსპექტივებზე საუბარს და ა.შ. ეს არ დარჩება შეუმჩნეველი ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის. დღეს ხელისუფლების ინტერესშია და მართლაც ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ დეპოლარიზაცია შედგეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამას სჭირდება შემხვედრი, საპასუხო პოზიცია, განწყობა, რომ რეალურად შედეგიანი აღმოჩნდეს ხელისუფლების ეს მონდომება და დეპოლარიზაცია შედგეს ჩვენს ქვეყანაში. ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. მხოლოდ ხელისუფლების აქტიურობა ვერ შექმნის შესაძლებლობას, რომ სრულად იყოს მიღწეული შედეგი, ამას კეთილგანწყობა დასჭირდება ოპოზიციის მხრიდან, რომელიც დღეისთვის ნულოვან ნიშნულზეა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი წერს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა და იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ კონსტრუქციულად უნდა ითანამშრომლოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×