რეზონანსი
12.09.2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შედგა საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელთან თანამშრომლობის ფორმატებზე და ქსელის ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო ღონისძიებებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტში დანერგილი სიახლეებისა და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს პარლამენტი, პარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორების წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელს მასპინძლობს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის და აზერბაიჯანის პარლამენტების, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატების წარმომადგენლები. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები დაეუფლებიან საჯარო გამოსვლებისა და მოხსენების წერის ტექნიკის საკითხებს, ასევე გაეცნობიან პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას. პარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორების წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×