რეზონანსი
12.09.2023

ასპში მცხოვრები ნანუკა ხარატიშვილის თქმით, მისი მცირეწლოვანი შვილი გორგასლის ქუჩაზე, სანიაღვრე არხში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო.

მისი თქმით, გორგასლის ქუჩაზე გზის დაგება დიდი ხანია მიმდინარეობს. ეზოებთან კი სანიაღვრეები გაუკეთეს, რომელიც დაფარული არ არის.

ასევე წაიკითხე "ჭიშკართან რომ გადაგვითხარეს მთელ გაყოლებაზე და სანიაღვრეები გააკეთეს, რომელსაც არ ეღირსა დაფარვა. ეზოდან ფეხს გადმოდგამ და პირდაპირ სანიაღვრეში ხტები. წელიწადია, მგონი თუ მეტი, რაც ეს ამბავი ხდება! ამ ქუჩაზე უამრავი ბავშვია! მანქანა რომ ეზოში ვერ შეგვყავს, ხან ვინ კაწრავს და ხან რა გაედება, ამ ზარალზე არაა ლაპარაკი საერთოდ! ბავშვები თამაშობენ ამ კილომეტრიან თხრილებთან! ასაკოვნები ცხოვრობენ ამ სახლებში და ყოველი მათი ეზოდან გამოსვლა საფრთხეს წარმოადგენს! მე, ჩემს ასაკოვან ბებოზე ვნერვიულობდი, ფეხი არ ჩაუცდეს შემთხვევით და არ დავარდესთქო, მაგრამ გუშინ, ჩემი 3 წლის ბავშვი ჩავარდა. ჩაიმტვრია კბილები და შეუჩერებელი სისხლდენით, გიჟივით გავაქანე იაშვილის კლინიკაში. ბავშვს სჭირდება ნარკოზით ნამსხვრევების ამოღება, რომ ინფექცია არ განვითარდეს. ახლა მითხარით, ვინ აგებს ამაზე პასუხს?! ის სიმწარე და სტრესი, რაც ჩემმა შვილმა განიცადა, რომელი კომპენსაციით ანაზღაურდება?!", - წერს მოქალაქე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×