რეზონანსი
12.09.2023

გვქონდა შეხვედრა და უფრო მეტად მოსმენის რეჟიმში ვიყავი. მოვისმინე რა ნაბიჯები გადაიდგა, ვისაუბრეთ ბორელის ვიზიტზე, როგორ მიმდინარეობს რეფორმები, 12 პუნქტის იმპლემენტაცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდიმ ევროპარლამენტში ქართველ დეოუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „რაც შეეხება ჩემს რეკომენდაციას, მე ყოველთვის და ბევრი წელია ვამბობ, რომ შეამცირეთ პოლიტიკური პოლარიზაცია და დაიწყეთ მუშაობა ერთად 12 რეკომენდაციაზე, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ ღიაა. ანგარიში იქნება ოქტომბერში, ბევრი დრო არაა დარჩენილი. მე ვიცი რომ ყველა რეკომენდაცია სრულად შესრულებული არ არის. ამავე დროს, ვიგებთ ინფორმაციას პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, მოდის ინფორმაცია რუსეთთან ფრენებზე. თუ ყველაფერს ერთად დავაწყობთ, არსებული სიტუაცია გამოწვევებით სავსეა და მოდით, დასხედით და ერთად იმუშავეთ, გააკეთეთ ის რაც თქვენი გასაკეთებელია, შეასრულეთ თქვენი ნაწილი და მხოლოდ მაშინ უნდა ელოდოთ პოზიტიურ ანგარიშს", - განაცხადა კალიურანდიმ.

ქართული დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს. სტრასბურგში ვიზიტის მთავარი თემაა კანდიდატის სტატუსი და პარლამენტარებისთვის ბოლო ინფორმაციის მიწოდება 12 პუნქტის შესასრულებლად გადადგმულ ნაბიჯებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×