რეზონანსი
12.09.2023

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის დამარცხება, მაგრამ ამისათვის დასავლეთმა უნდა დააჩქაროს თავდაცვითი დახმარების მიწოდება.

„ჩვენ მუდმივად ძალიან ნელა ვმოქმედებთ. მაგრამ აშკარაა, რომ უკრაინა აპირებს გამარჯვებას და შეუძლია ამის გაკეთება. ჩვენ დავინახეთ ეს ბახმუტში და ახლა მელიტოპოლის მიმართულებით. მაგრამ თქვენ გჭირდებათ სამხედრო ტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ უფრო სწრაფად", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოთქვა აზრი, რომ „ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×