რეზონანსი
13.09.2023

შევხვდებით ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს, იმ კომიტეტების თავმჯდომარეებსა და წევრებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოსთვის აქტუალურ თემებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.

„ჩვენთვის მთავარი თემაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და განწყობები, რომლებიც ევროკავშირში არსებობს ახალი წევრების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგებს მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და პროგრესზე. ასევე, ვისაუბროთ გამოწვევებზე ზოგადად რეგიონში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით და რა მოლოდინები რა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. ევროპარლამენტში არის აზრთა სხვადასხვაობა.

არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც განსხვავებულად უყურებენ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებს, ზოგადად ევროკავშირის მომავალს და ამ თემაზე საუბრისას იმ საკითხებს აყენებენ, რაც მნიშვნელოვანია ზოგადად ევროკავშირის მომავალთან მიმართებაში. ეს ჩვენთვის საყურადღებოა. როდესაც ევროკავშირის მომავალზე ვსაუბრობთ უმეტესად ჩვენი კოლეგები მოიაზრებენ , რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს ევროპის ნაწილი და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ამ მიმართულებით ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გადასადგმელი ნაბიჯები იყოს სინქრონიზირებული ევროკავშირის ნაბიჯებთან, რომლებიც მიმართულია ევროკავშირის მომავლის ფორმირებასთან", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×