რეზონანსი
13.09.2023

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ არაფერია ტრაგიკული იმაში, თუ კონკრეტული პირები პარტიას დატოვებენ. მისი შეფასებით, ენმ-ში შიდა-გაუგებრობები ყოველთვის იყო, მაგრამ ეს მას არ ასუსტებს.

"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რომ უყურებენ, რომ ოპოზიცია არის დაქსაქსული და ვერ პოულობს საერთო ენას, ცხადია, რომ გამოიყურება არასერიოზულად. ამიტომ ეს რომ თავიდან ავირიდოთ, მნიშვნელოვანია, რომ ჩემი პარტიის შიგნითაც იყოს ერთობა.

მე საერთოდ არ მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის სუსტი. ის, რასაც თქვენ გულისხმობთ, შიდა-გაუგებრობები - ეს "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო ყოველთვის. მაგალითი გვაქვს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობიდან" 21 პოლიტიკური ლიდერი და პარლამენტის წევრი წავიდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში "ნაციონალურ მოძრაობას" ამით არაფერი არ დაჰკლებია, პირიქით, დააკლდათ იმ ადამიანებს, ვინც წავიდა.

ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვპოულობ იმაში, რომ ვიღაცეებმა მიიღონ გადაწყვეტილება პარტიიდან წავიდნენ," - აღნიშნა ანა წითლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×