რეზონანსი
13.09.2023

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ყოფილი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებებს „ნაცმოძრაობის" ამჟამინდელი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის შესახებ გაუმართლებელს და სამწუხაროს უწოდებს.

„ძალიან უცნაურია, როდესაც ადამიანი რჩება პარტიაში, რომელსაც გამუდმებით ასე მწვავედ და უსაფუძვლოდ ესხმის თავს. ეს არის ყოვლად გაუმართლებელი და ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც ასეთ გზავნილებს ვისმენთ. ამგვარი მუდმივი გაუჩერებელი თავდასხმები ძალიან ცუდ საქმეს აკეთებს", - აცხადებს ბოკუჩავა.

`ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის გახლეჩის, ნგრევის გარდა, დღემდე „ნაცმოძრაობის" მენეჯმენტს არაფერი უკეთებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×