რეზონანსი
13.09.2023

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე" წერს. საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს, მე, როგორც პრეზიდენტი, ძალისხმევას არ დავიშურებ

ზურაბიშვილი „ტვიეტრის" გვერდზე ვროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს განცხადებისთვის მადლობას უხდის.

„პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს.

საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს.

მე, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ პერსპექტივის რეალობად ქცევისადმი თავდადებულია, ძალისხმევას არ დავიშურებ.

ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის (ევროკავშირის) მომავალსაც გაიზიარებს!",- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×