რეზონანსი
14.09.2023

15 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-2 მიკრო რაიონის, N26 კორპუსის მიმდებარედ წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, ხვალ, 15 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური რეჟიმით შეასრულებენ.

„გადაერთებით სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 15 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან 16 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონი: ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრო რაიონს, მე-8 ლეგიონის, სამგორის, შუამთის 10-ის და ონაშვილის დასახლებებს. ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ზაქარია მხარგრძელის, 17 შინდისელის, იოზეფ მანდელშტამის, ხომლელის, წულუკიძის ქუჩისა და შესახვევების, ზანდუკელის, შანდორ პეტეფის, კუპრაძის, კვაჭანტირაძის, მაისურაძისა და ჯავახეთის ქუჩების ნაწილს. კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მე-4 მიკრო რაიონისა და აეროდრომის დასახლების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×