რეზონანსი
14.09.2023

ოპოზიცია ამ მიმართულებით რთულ ვითარებაშია - იმპიჩმენტს თუ მხარს დაუჭერს, გამოდის, რომ კონკრეტული პოლიტიკური გეგმა აქვთ, თუ არ დაუჭერენ, გამოდის, რომ თვალს ხუჭავენ კონსტიტუციური პრინციპების დარღვევაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ოპოზიცია ამ მიმართულებით რთულ ვითარებაშია - იმპიჩმენტს თუ მხარს დაუჭერს, გამოდის, რომ კონკრეტული პოლიტიკური გეგმა აქვთ, თუ არ დაუჭერენ, გამოდის, რომ თვალს ხუჭავენ კონსტიტუციური პრინციპების დარღვევაზე. ძალიან რთული იქნება, მითუმეტეს იმ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ვინც არათანმიმდევრული იყო ქალბატონ ზურაბიშვილთან მიმართებაში. სხვათა შორის, ნიშანდობლივია იმათი განცხადებებიც, რომლებმაც თქვეს, რომ დარბაზში არ შევლენ. ეს დილემისგან ერთგვარი თავის არიდებაა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×