რეზონანსი
14.09.2023

სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიცია დღემდე ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა ამ ქვეყნისგან, ან ერთმანეთისგან. გამოჩნდა, რომ მათ ერთმანეთის მიმართ ნდობაც ძალიან დაბალ ნიშნულზე აქვთ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

„ის, რასაც ბოლო დღეებია ვაკვირდებით, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიცია დღემდე ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა ამ ქვეყნისგან, ან ერთმანეთისგან. გამოჩნდა, რომ მათ ერთმანეთის მიმართ ნდობაც ძალიან დაბალ ნიშნულზე აქვთ რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ოპოზიციაში გარკვეული კრიზისია, მათ შორის პოლიტიკური და ნდობის კუთხით, რაც ქვეყანას ნამდვილად არ წაადგება და აქვე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და ვთქვა, რომ დღეს ჩვენ მთელი დღეა არასამთავრობო სექტორთან ერთად განვხილავთ დარგობრივი მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ვალდებულებებს. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც საქართველოს პარლამენტი არასამთავრობო სექტორთან ერთად ვიხილავთ თუ რა უნდა გაკეთდეს. ამ ღონისძიებაში საპარლამენტო ოპოზიციაც უნდა მონაწილეობდეს. სამწუხაროდ, დღეს საპარლამენტო ოპოზიციიდან ვერავინ ვიხილეთ და სამწუხაროა, რომ სწორედ ასეთი თემები განვიხილეთ, რაც თითქოს მათ აინტერესებთ, იქნება ეს გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, მეწყერი, თუ ასე შემდეგ, დღეს აქ არავინ არ იყო წარმოდგენილი, სამაგიეროდ, მთელი დღეა ჩვენი ოპოზიციური სპექტრი დაკავებულია იმით, რომ კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ქვეყნის მომავალს და თუნდაც მათი ამომრჩევლის დამოკიდებულებას მათდამი", - აღნიშნა ბითაძემ.

საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×