რეზონანსი
16.09.2023

1-ლი აგვისტოდან საქართველოდან აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში. ხოლო 26 სექტემბრიდან იკრძალება ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.

როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ რადიო განაცხადა, ამ სანქციებმა ნეგატიურად იმოქმედა დარგზე.

„გაურკვევლობა წარმოიშვა ბაზარზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალური აზიის და მეზობელ ქვეყნებში. დილერების ნაწილი თავს იკავებდა ავტომობილის შეძენისგან, რადგან არ იცოდნენ, თუ რა ელოდათ მომავალში - გაიყვანდა ქვეყნიდან, ხომ არ შეფერხდებოდა პროცესი და სხვა კითხვები ჰქონდათ. მოვუწოდებ ყველას, ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ისინი აკეთებენ და დაუსაბუთებელია, დარგს აზიანებს.

დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბაზარი გაჩერებულია. თუ ასეთი დიდი რაოდენობით გადის რუსეთში ავტომობილი, რომ ჩამოყვანას ვერ ავუდივართ, მაშინ რატომ არის ბაზარი გაჩერებული?! შედარებისთვის, მხოლოდ რუსთავის ავტობაზრობის მაგალითზე რომ ავიღოთ, თუ ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ავტომობილი იყიდებოდა, ახლა რამდენიმე ათეულია. რეექსპორტში პირველ ადგილზე მდგომი დარგი ფინანსურ კრიზისს განიცდის,"- განაცხადა ნონიაძემ გადაცემაში „საქმე".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×