რეზონანსი
16.09.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „გირჩის" მიერ ახალგაზრდებისთვის გამართული ტრენინგების თემას ეხმიანება.

„ეს არის კვლავ გაგრძელება იმის, რომ ახალგაზრდები მიიზიდონ, ლამაზი სათაურის უკან რეალურად გარკვეული მოიერიშე ჯგუფები შეადგინონ, ე.წ. მეამბოხე და რევოლუციური სცენარების განსახორციელებლად, რათა შემდეგ ისევ დაიყენონ ეს ახალგაზრდები წინ. გაუშვან ისინი პოლიციის, შენობების, პარლამენტის დასარბევად და თავად ამ ახალგაზრდებს ამოეფარონ. ასეთი პოლიტიკური მიზნებისთვის ახალგაზრდები არ უნდა იყვნენ გამოყენებული", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

„გირჩი" ახალგაზრდებისთვის ტრენინგების სერიას განაგრძობს. შეხვედრა ამჯერად სურამში მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×