რეზონანსი
16.09.2023

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მარიუშ კამინსკის ინფორმაციით, პოლონეთი რუსეთში დარეგისტრირებული მანქანების შესვლას კრძალავს.

აკრძალვა 16 სექტემბრის შუაღამიდან შედის ძალაში და ნებისმიერ ავტომობილს შეეხება, რომელიც რუსეთში არის დარეგისტრირებული.

„რუსეთში დარეგისტრირებული ავტომობილების ევროკავშირში შესვლის აკრძალვის შესახებ 8 სექტემბერს ევროკომისიის დირექტივების გამოქვეყნების შემდეგ, მინდა გაცნობოთ, რომ პოლონურ საზღვარზე ეს აკრძალვა ძალში ხვალიდან შევა. ის ძალაში დღეს შუაღამეს შედის," - განაცხადა კამინსკიმ.

მან განმარტა, რომ აკრძალვა პოლონეთში რუსული რეგისტრაციების მქონე მსუბუქ ავტომობილებს შეეხება. "რუსულ სატვირთო მანქანებზე უკვე ვრცელდებოდა ეს აკრძალვა. ახლა ამ საქმეს ვხურავთ. არც ერთი რუსული მაქანა არ შედის პოლონეთში. ქალბატონებო და ბატონებო, ეს ყველა ავტომობილს შეეხება, რომლებიც კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება, ასევე კერძოებსაც - მიუხედავად იმისა, ავტომობილს მართავს ან ფლობს რუსეთისა თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე", - აღნიშნა კამინსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×