რეზონანსი
16.09.2023

ანექსირებულ სევასტოპოლში სადესანტო გემ "მინსკისა" და წყალქვეშა ნავის დაზიანების შემდეგ, რუსებმა შავი ზღვიდან აზოვის ზღვამდე სამი დიდი სადესანტო ხომალდი გადაანაწილეს - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების პრესსპიკერმა, დმიტრო პლეტენჩუკმა განაცხადა.

"ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლებასთან დაკავშირებული პროცესები მომავალშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს რუსმა ოკუპანტებმა რატომღაც სამი სადესანტო ხომალდი შავი ზღვიდან აზოვის ზღვამდე გადაანაწილეს" - განაცხადა მან.

პლეტენჩუკმა ასევე აღნიშნა, რომ დაზიანებული გემის აღდგენა შეუძლებელია, როგორც დაზიანების სპეციფიკის, ასევე მისი სიძველის გამო.

„ეს სადესანტო ხომალდი იყო ე.წ. „სირიის ექსპრესის" წევრი, ანუ რუსეთის ფედერაციის სირიულ ჯგუფს ამარაგებდა იარაღით და აგვარებდა ლოჯისტიკურ პრობლემებს", - განაცხადა პლეტენჩუკმა.

წყალქვეშა ნავთან დაკავშირებით საზღვაო ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთის ფედერაციამ საომარი მოქმედებების შედეგად წყალქვეშა ნავი დაკარგა.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს ღამით, დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ იმ ღამეს თავს დაესხნენ გემის სარემონტო ქარხანას. დაზიანდა "მინსკი", ასევე წყალქვეშა ნავი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×