რეზონანსი
17.09.2023

„იმედის კვირამ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ყოფილ ტრანსგენდერ გოგოსთან რომლისთვისაც სქესის შეცვლის პროცედურები დამანგრეველი აღმოჩნდა. ქლოი კოული, რომელიც საკუთარ იდენტობაში არ იყო გარკვეული, ამბობს რომ პროპაგანდის მსხვერპლი გახდა, ექიმ-ფსიქოლოგმა კი მისი მშობლები დაარწმუნა, რომ სქესის შეცვლას თუ დაუშლიდნენ, მათი შვილი შეიძლება სუიციდის მსხვერპლი გამხდარიყო.

„მე ყოფილი ტრანსგენდერი თინეიჯერი ვარ. ბიოლოგიურად ქალი. 12-დან 16 წლამდე გენდერული ცვლილების სტადიაზე ვიყავი. შევიცვალე სახელი, ტანსაცმელი, თმა შევიჭერი. 13 წლის ასაკში დავიწყე სამედიცინო პროცედურები, რომელიც თრგუნავდა ჩემს ჰორმონებს. 15 წლისას კი ოპერაცია გამიკეთეს და ორივე მკერდი მომაჭრეს. საკმაოდ რთული წინააღმდეგობრივი განცდები მქონდა ქალად ყოფნასთან დაკავშირებით, რომელიც 8-9 წლის ასაკში დამეწყო. 11 წლის ვიყავი, როდესაც ტელეფონის გამოყენება დავიწყე, ჩემს დაბადების დღეზე მაჩუქეს. მაშინ ვათვალიერებდი სხვადასხვა ინფორმაციას. ვუყურებდი მულტფილმებსა და შოუებს, რომელიც ამ თემის შესახებ მეტ ინფორმაციას მაძლევდნენ. გამოვიწერე ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ტრანსგენდერებად და ლგბტ თემის ნაწილად აიდენტიფიცირებდნენ. ვგრძნობდი, რომ ამ ადამიანებთან ვაკავშირებდი არამხოლოდ ჩემს ინტერესებს, არამედ, მაინტერესებდა, თუ როგორ საუბრობდნენ მათი სხეულის განვითარებაზე. ვუსმენდი, როგორ ებრძოდნენ საკუთარ ოჯახს და გარშემომყოფებს. ეს ადამიანები საუბრობდნენ საკუთარ ცხოვრებაზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ტრანსი და ლგბტ-ს ნაწილი", - ამბობს ქლოი.

ახლა ის 19 წლისაა და სხვისი უფლებების დასაცავად იბრძვის.

წყარო: „იმედი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×