რეზონანსი
17.09.2023

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის ინფორმაციის მოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

„ოზურგეთის საკრებულო რწმუნებულებსა და დეპუტატებს დავავალე, რომ მაქსიმალურად ყველგან მოიძიონ ინფორმაცია, თუ სადაა სახლი გასაყიდი, სადა შეიძლება, რომ ქირით გავიყვანოთ, რადგან ამ დრომდე ბევრი ოჯახი სასტუმროებში გვყავს. სასურველია, რომ სახლებში გავიყვანოთ და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ", - აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება ოცი ათასი ლარის ოდენობით გაიცემა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×