რეზონანსი
18.09.2023

როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია, საქართველოს მტრები და მათი მეგობრები საზღვარგარეთ არ წყვეტენ საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობებს, არ წყვეტენ საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობაში და ქვეყნის ინტერესების განხორციელებაში არასასურველ ჩარევას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, მათ სჭირდებათ საქართველოს სტატუსის დაბლოკვა, რათა ეს გადაიზარდოს არეულობაში და არეულობის შედეგად შეიცვალოს ხელისუფლება.

„არის არაერთი ეპიზოდი, როდესაც რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ქვეყანაში ცდილობდნენ დესტაბილიზაციის მოწყობას. ეს იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე, ეს იყო თავდასხმა ცესკოზე და ტყუილია, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში არაფერს აკეთებდა. პირიქით, ყოველთვის იყო რეაგირება და კონკრეტული პირებიც მიეცნენ პასუხისგებაში. როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია, საქართველოს მტრები და მათი მეგობრები საზღვარგარეთ არ წყვეტენ საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობებს, არ წყვეტენ საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობაში და ქვეყნის ინტერესების განხორციელებაში არასასურველ ჩარევას. კონკრეტული განცხადებები გვაქვს მოსმენილი, როდესაც ოპოზიციის წევრები ამბობდნენ, რომ მათ სჭირდებათ საქართველოს სტატუსის დაბლოკვა, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს გადაიზარდოს არეულობაში და არეულობის შედეგად შეიცვალოს ხელისუფლება", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა". საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×