რეზონანსი
18.09.2023

„გიორგი მამულაშვილთან ნაცნობობა არ მაკავშირებს, ერთხელ ვარ შეხვედრილი, ისიც შემთხვევით, ესეც ალბათ, ერთი წლის წინ ან შეიძლება, მეტიც. გია ლორთქიფანიძეს კი ბატონო, ვიცნობ, მაგრამ არანაირი ახლო ურთიერთობა არ მაქვს, ის წარმატებული ქართველია, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ მაქვს, უბრალოდ ერთმანეთს ვიცნობთ“, - განუცხადა სააკაშვილის დაცვის ყოფილმა წევრმა მიხეილ ბატურინმა „ინტერპრესნიუსა“.

„ეს არის საბჭოთა კავშირის „ენკავედეს“ სტილი, როცა ე.წ. ტროიკების სასამართლოები, რასაც უნდა, ვისაც უნდა აბრალებენ. მე არ მიკვირს საქართველოში რუსეთის ადმინისტრაციისგან ასეთი ქცევები. რა სისულელეა, რა გადატრიალება, რა აფეთქება... ეს არის სრული ბოდვა. ალბათ, ესენი თვითონ აპირებენ პროვოკაციების მოწყობას და ბრალს დებენ მოსახლეობას. 

ამ მთავრობის ქცევიდან გამომდინარე ჩანს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავთ, ანტიდასავლური რიტორიკა და ანტიდასავლური ქმედებებია. როცა მთელი თავისუფალი სამყარო გამიჯნულია რუსეთისგან, რუსული აგრესიისგან, სამწუხაროდ, საქართველოში რუსეთის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს საქართველოში რუსული პოლიტიკა გაატაროს“, - აცხადებს ბატურინი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×