რეზონანსი
18.09.2023

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის" ეთერში სუსის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა და გამოეხმაურა ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს ეს ინფორმაცია სუსმა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების გადასაფარად გაავრცელა. „პირველ რიგში, მადლობას ვუხდი სუსს, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და ფრთხილი ამ მიმართულებით. რაც შეეხება განცხადების შინაარსს, რამდენიმე მნიშვნელოვანი განმარტება უნდა გავაკეთოთ, ვინაიდან ოპოზიცია ცდილობს, რაღაცნაირად დააკნინოს ამის მნიშვნელობა. არ ვიცი, რამდენად სერიოზულად ღირს ამაზე საუბარი. დავიწყოთ ფარცხალაძის საკითხით - რაც არ უნდა თემა ტრიალებდეს, მე არ მგონია, რომ ახალი თემის გამოჩენა ავტომატურად ფარავდეს მეორეს. ვინ ართმევს დაინტერესებულ პირებს უფლებას, ისაუბრონ ამ საკითხებზე? ხომ არ ფიქრობთ, რომ პირიქით შეიძლება კითხვების დასმა? იქნებ ასეთი ხელოვნური აჟიოტაჟები ცალკეულ თემებთან დაკავშირებით სწორედ იმ მოტივით არის მოგონილი, რომ გაცილებით მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისთვის არ შეიქმნას მეტი ყურადღების მიქცევის შესაძლებლობა? რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს ხელისუფლებას არ აქვს მოლოდინი, რომ კანდიდატი სტატუსს მივიღებთ - ესეც მტკნარი ტყუილია და ასევე ეს არის ერთ-ერთი ხერხი, რომლითაც ცდილობენ თავიდანვე არჩეული თავიანთი ამორალური, მაგრამ პრაგმატული პოზიცია გაამართლონ. მე ვგულისხმობ მცდელობებს, რამენაირად ხელი შეუშალონ წარმატების მიღწევაში", - აცხადებს სარჯველაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×